თარგი:იცოდით, რომ.../ბიო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
  • ...ბერძენი ისტორიკოსი პოლიბიუსი მიიჩნევდა რომ ისტორიკოსმა კარგად უნდა იცოდეს გეოგრაფია, სამხედრო საქმე და პოლიტიკა, რათა მისი ნაშრომები მომავალი თაობის პოლიტიკური მოღვაწეებისთვის სახელმძღვანელოდ იქცეს...
  • ...კუროსავა ტოსირო მიფუნეს ლომს ადარებდა მისი ტემპერამენტის გამო...
  • ...მიუხედავად საერთაშორისო აღიარებისა, აკირა კუროსავა სამშობლოში ისეთივე დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა...
  • ...ლეოპოლდ ბერხტოლდმა ალბანეთის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი...
  • ...სერგო ფარაჯანოვი ჰომოსექსუალიზმის ბრალდებით იყო დაპატიმრებული...
  • ...პუბლიუს დეციუს მუსმა გალეთან ბრძოლაში რომაელთა უკან დახევის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო ბრძოლა გადაერჩინა ისევე, როგორც ეს მისმა წინაპარმა გააკეთა 50 წლით ადრე - მან საკუთარი თავი შესწირა მსხვერპლად...
  • ...თურქული პოსტმოდერნისტული ლიტერატურის წამყვანი მწერალი-ნოველისტი ორჰან პამუკი თურქეთის პირველი მოქალაქეა ვინც ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა...
  • ...ანტონ I-ს გაკათოლიკებას დებდნენ ბრალად...
  • ...კვინტუს ფაბიუსი ორჯერ აირჩიეს კონდულად მისი ნების წინააღმდეგ...
  • ...მარკუს ვალერიუს კორვუსს თავისი მეტსახელი კორვუსი, რაც ლათინურად ყორანს ნიშნავს, ბრძოლის შედეგად ერგო, მას მუზარადზე ყორანი დააჯდა და მის მოწინააღმდეგეს ეძგერა...