პორტალი:თბილისი/რჩეული სტატია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუსთაველის თეატრი
რუსთაველის თეატრი

შოთა რუსთაველის სახ. აკადემიური თეატრი მდებარეობს თბილისში, შ. რუსთაველის გამზ. #17-ში. თეატრი დაარსდა 1887 წელს, როგორც "საარტისტო საზოგადოება". 1921 წელს მას შოთა რუსთაველის სახელი მიენიჭა.

შენობა, რომელშიც ამჟამად რუსთაველის თეატრია განლაგებული, 1898-1901 წლებში აშენდა საარტისტო საზოგადოებისთვის. პროექტის ავტორები არიან თბილისში მოღვაწე არქიტექტორები კორნელი ტატიშჩევი და ალექსანდრ შიმკევიჩი. შენობის სარდაფში მოწყობილი რესტორანი "ქიმერიონი" პოეტთა, მწერალთა და მხატვართა თავშეყრის ადგილი იყო და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა XX ს-ის დასაწყისის თბილისის მხატვრულ ცხოვრებაში. იგი 1919 წელს მოხატეს მხატვრებმა: ლ. გუდიაშვილმა, დ. კაკაბაძემ, კ. ზდანევიჩმა და ს. სუდეიკინმა. (...სრულად)