თარგი:დღის სტატია:12-3

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შარლ VI-ის მეფედ კურთხევა
შარლ VI-ის მეფედ კურთხევა

შარლ VI შლეგი (ფრანგ. Charles VI le Fou); დ. 3 დეკემბერი, 1368, პარიზი, საფრანგეთი — გ. 21 ოქტომბერი, 1422, პარიზი, საფრანგეთი) — საფრანგეთის მეფე 1380-1422 წლებში. როდესაც შარლ VI ბრეტანის ჰერცოგის წინააღმდეგ სალაშქროდ იყო, ჭკუიდან შეირყა. ასე რომ, ძალაუფლება, ფაქტობრივად, მის ნათესავებს ჩაუვარდა ხელში. საფრანგეთში დაიწყო შინაომი ფეოდალურ დაჯგუფებებს შორის. ერთ მათგანს სათავეში ედგნენ ბურგუნდიის ჰერცოგები. მეორეს — ორლეანის ჰერცოგები და არმანიაკის გრაფები. შარლ VI-ის მეფობის დროს მოხდა ხალხის დიდი აჯანყებები (მეუროების, კაბოშინების).