თარგი:დღის სტატია:12-17

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კიმ ჩენ ირი
კიმ ჩენ ირი

კიმ ჩენ ირი (ჰანგული 김정일, ჰანჯა 金正日) (დ. 16 თებერვალი, 1941 – გ. 17 დეკემბერი, 2011) — კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის (ჩრდილოეთ კორეა) მეთაური. კორეის შრომის პარტიის გენერალური მდივანი. ჩრდილოეთ კორეის მთავარი მხედართმთავარი. „დიდი ბელადის“ — კიმ ირ სენის ვაჟი და მემკვიდრე.

იგი იყო კორეის შრომის პარტიის (მმართველი პარტია 1948 წლიდან) გენერალური მდივანი, ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, მსოფლიოში სიდიდით მეოთხე — ჩრდილოეთ კორეის არმიის უმაღლესი მხედართმთავარი.