თარგი:დღის სტატია:11-28

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამეფო საზოგადოების ერთ-ერთი შენობა ლონდონში
სამეფო საზოგადოების ერთ-ერთი შენობა ლონდონში

ლონდონის სამეფო საზოგადოება ბუნების შესახებ ცოდნის განვითარებისთვის (Royal Society of London for the Improvement of Natural Knowledge), შემოკლებით სამეფო საზოგადოება, დაარსდა 1660 წელს და სწავლულთა უძველეს ორგანიზაციად ითვლება, რომელიც დღემდე არსებობს.

მიუხედავად იმისა, რომ ნებაყოფლობითი გაერთიანებაა, საზოგადოება დიდი ბრიტანეთის მეცნიერებათა აკადემიის როლს ასრულებს (რისთვისაც ყოველწლიურად ბრიტანეთის მთავრობისგან £30 მილიონს იღებს). საზოგადოება მეცნიერებათა საბჭოს წევრი ორგანიზაციაა.