თარგი:დღის სტატია:11-14

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი — ბრიტანული იმპერიის ორდენის კავალერი. სამხრეთ აფრიკაში დაბადებული ინგლისელი ფილოლოგი, მწერალი და პროფესორი, რომელიც უფრო მეტად ცნობილია, როგორც წიგნების „ჰობიტი“ და „ბეჭდების მბრძანებელი“ ავტორი. იგი იყო ანგლო-საქსონური ენის (1925-1945 წლებში) მკვლევარი და პროფესორი ოქსფორდის უნივერსიტეტში და ინგლისური ენისა და ლიტერატურის პროფესორი (1945-1959). ტოლკინი იყო ლიტერატორთა მცირე ჯგუფ „ინკლინგების“ წევრი.