თარგი:დღის სტატია:10-30

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ლოგო
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ლოგო

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია (ინგლ. World Trade Organization, აკრონიმი WTO) — საერთაშორისო ორგანიზაცია, შექმნილი 1995 წელს, რომელიც გლობალური სავაჭრო სისტემის კანონებს აწესებს და აგვარებს უთანხმოებებს მის წევრ ქვეყნებს შორის, რომელთა უმრავლესობა დაახლოებით 30 ერთობლივი შეთანხმების ხელმომწერნი არიან.

ორგანიზაციის შტაბ-ბინა ჟენევაში (შვეიცარია) მდებარეობს. 2005 წლის 1 სექტემბრიდან, მიმდინარე გენერალური დირექტორია პასკალ ლამი. 2005 წლის 15 დეკემბრისთვის მასში გაერთიანებული იყო 149 ქვეყანა. დაარსების შემდეგ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია გლობალიზაციის მოწინააღმდეგე საზოგადოებრივ გაერთიანებათა ძირითად ფოკუსშია მრავალ ქვეყანაში.