თარგი:დღის სტატია:10-24

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვესტფალიის ზავი
ვესტფალიის ზავი

ვესტფალიის ზავი (ასევე ვესტფალიის მშვიდობა) — სამშვიდობო შეთანხმება დადებული 1648 წლის 24 ოქტომბერს მიუნსტერსა და ოსნაბრიუკში, რომელმაც ბოლო მოუღო ოცდაათწლიან ომს.

როგორც წესი, ვესტფალიის მშვიდოებას უწოდებენ სამშვიდობო ხელშეკრულებებს ხელმოწერილს კაიზერი ფერდინანდ III-ის მიერ საფრანგეთსა და შვედეთთან მათ მიერ ვეფელინგჰოფენთან წაგებული ბრძოლის შედეგად (1648 წლის 4-5 ივნისი). შეთანხმება შესაძლებელი გახდა სამშვიდობო კონგრესით, რომელიც მიუნსტერსა და ოსნაბრიუკში ჩატარდა 1643-49 წლებში, რომლის ზოგადი მიზანი ევროპაში მიმდინარე ომების ჩაცხრობა იყო, განსაკუთრებით კი ოცდაათწლიანი ომის.