თარგი:დღის სტატია:10-20

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავარინოს ბრძოლა
ნავარინოს ბრძოლა

ნავარინოს ბრძოლა — საზღვაო ბრძოლა რომელიც 1827 წლის 20 ოქტომბერს, საბერძნეთის რევოლუციის (1821-1832) დროს ნავარინოს ყურეში (ნავარინო პილოსის ძველი იტალიური სახელია), პელოპონესის ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროსთან, იონიის ზღვაში გაიმართა. ოსმალეთის იმპერისს და ეგვიპტის გაერთიანებული არმადა გაანადგურეს ბრიტანულმა, ფრანგულმა და რუსულმა საზღვაო ძალებმა. აღსანიშნავია, რომ ისტორიაში ეს იყო იალქნიანი გემებით გამართული უკანასკნელი ბრძოლა. ჩრდილო ევროპული გემები უკეთესად იყვნენ აღჭურვილი ვიდრე ეგვიპტური და ოსმალური, რისი წყალობითაც მათ გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვეს.