თარგი:დღის სტატია:10-12

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოქტობერფესტი 2003 წელს
ოქტობერფესტი 2003 წელს

ოქტობერფესტი (გერმ. Oktoberfest) — ყოველწლიური ორ-კვირიანი სახალხო დღესასწაული გერმანიაში, ბავარიის დედაქალაქ მიუნხენში. ტარდება სექტემბრის ბოლოსა და ოქტომბრის დასაწყისში. ოქტობერფესტი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული დღესასწაული და მსოფლიოს უდიდესი გამოფენაა, რომელსაც ყოველწლიურად 6 მილიონამდე ადამიანი ესწრება. დღესასწაული მსგავსი სახელით სხვა ქალაქებშიც ტარდება, თუმცა ტრადიცია დასაბამს მიუნხენში იღებს.