თარგი:დღის სტატია:09-30

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სულეიმან I
სულეიმან I

სულეიმან I კანუნი, სულეიმან კანონმდებელი (თურქ. Muhteşem Süleyman, არაბ. سليمان القانوني; დ. 6 ნოემბერი, 1494 – გ. 7 სექტემბერი, 1566) — ოსმალეთის იმპერიის მეათე სულთანი. ქვეყანას მართავდა 1520-1566 წლებში. სულეიმანი ითვლება ოსმანების დინასტიის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენლად. მისი მმართველობის პერიოდში ოსმალეთის პორტამ მიაღწია განვითარების უმაღლეს მწვერვალს.

დაიბადა 1494 წელს ტრაპიზონში ბაიაზიდ II-ის უმცროსი შვილის, სელიმ I-ისა და ყირიმის ხანის მენგლი I-ის შვილის, აიშე ჰაფსა სულთნის ოჯახში.

ატარებდა აქტიურ დამპყრობლურ პოლიტიკას. მის დროს ოსმალეთის იმპერია გაფართოვდა და გაძლიერდა. 1521 წელს აიღო ბელგრადი, მოჰაჩის ბრძოლის შემდეგ შემოიერთა უნგრეთის დიდი ნაწილი. 30-იან წლებში დაიპყრო ერაყი, კ. როდოსი და ეგეოსის არქიპელაგის სხვა კუნძულები, ტრიპოლიტანია, ალჟირი და სხვა ტერიტორიები. სულეიმან I კანუნი შეუპოვარ ბრძოლას ეწეოდა ირანთან კავკასიისათვის.