თარგი:დღის სტატია:09-18

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამეფო ოპერის თეატრი
სამეფო ოპერის თეატრი

სამეფო ოპერის თეატრი — საშემსრულებლო ხელოვნებათა დაწესებულება ლონდონში. ასევე, ცნობილი როგორც კოვენტ გარდენი, უბნის სახელით, სადაც ეს თეატრი მდებარეობს. შენობაში ბინა აქვს სამეფო ოპერას, სამეფო ბალეტსა და სამეფო ოპერის თეატრის ორკესტრს.

თანამედროვე შენობა მესამე თეატრია ამ ადგილას. ფასადი, ფოიე და დარბაზი 1858 წლით თარიღდება, თუმცა ამჟამად არსებული კომპლექსის თითქმის ყველა დანარჩენი ელემენტი 1990-იან წლებში ჩატარებული რეკონსტრუქციის შედეგია. თეატრი 2 268 მაყურებელს იტევს და შედგება ოთხიარუსიანი აივნებისა და ამფითეატრისაგან. პროსცენიუმი სიგანით 12,20 მ-ია, ხოლო სიმაღლე 14,80 მ-ს შეადგენს.