თარგი:დღის სტატია:08-7

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სიმონ ხოსე ანტონიო დე ლა სანტისიმა ტრინიდად ბოლივარ ი პალასიოსი (ესპ. Simón José Antonio de la Santísima Trinidad Bolívar Palacios Ponte y Blanco) (24 ივლისი, 1783, კარაკასი, ახალი გრენადა17 დეკემბერი, 1830, სანტა-მარტა, კოლუმბია) — სახელმწიფო მოღვაწე, ვენესუელელი პატრიოტი, სარდალი, დამოუკიდებლობის რამდენიმე მოძრაობის ლიდერი სამხრეთ ამერიკაში, რომელთაც ზოგადად ბოლივარის ომებს უწოდებენ.

მას მიაწერენ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის წინამძღოლობას ვენესუელაში, კოლუმბიაში, ეკვადორში, პერუში, პანამაში და ბოლივიაში. მიუხედავად მის მიერ გამოყენებული ტერორის ტაქტიკისა, ის ეროვნულ გმირად არის აღიარებული ამ ქვეყნებში და კიდევ ლათინურ ამერიკის რამდენიმე სხვა ქვეყანაში . ბოლივარი ასევე ცნობილია როგორც „El Libertador“ (განმანთავისუფლებელი).