შინაარსზე გადასვლა

თარგი:დღის სტატია:08-30

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მელბურნი
მელბურნი

მელბურნი (ინგლ. Melbourne) — სიდიდით მეორე ქალაქი ავსტრალიაში; ვიქტორიას შტატის დედაქალაქი, რომელიც მდებარეობს პორტ-ფილიპის ყურის გარშემო. იგი ყველაზე სამხრეთით მდებარე ქალაქი-მილიონერია. მოსახლეობა 2013 წლის შეფასებით შეადგენდა 4 246 345 ადამიანს.

მელბურნი აღიარებულია ქვეყნის კომერციულ, სამრეწველო და კულტურის ცენტრად. მას ასევე ხშირად ეძახიან ქვეყნის „სპორტის და კულტურის დედაქალაქს“, რადგანაც იქ იმართება ბევრი სპორტული და კულტურული ღონისძიება. 1956 წელს ქალაქი მასპინძლობდა ზაფხულის ოლიმპიადას. 2006 წელს კი თანამეგობრობის თამაშებს. ქალაქი ცნობილია თავისი ვიქტორიანული და თანამედროვე არქიტექტურის შერწყმით, მრავალრიცხოვანი პარკებითა და ბაღებით, მრავალფეროვანი და მრავალეროვანი მოსახლეობით.