თარგი:დღის სტატია:08-22

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობა
წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობა

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობა — საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია, რომელსაც საფუძველი 1863 წელს ჩაეყარა, დაჭრილთა დახმარების საერთაშორისო კომისიის შექმნასთან ერთად. თავდაპირველად ის შემოიფარგლებოდა ბრძოლაში დაზარალებულ ომის მონაწილეთა დახმარებით. შემდგომში ამ ორგანიზაციის საქმიანობა მშვიდობიან მოსახლეობაზეც გავრცელდა.