თარგი:დღის სტატია:07-21

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულება (1774) — რუსეთისა და ოსმალეთს შორის 1774 წლის 21 ივლისს სოფელ ქუჩუქ-კაინარჯში დადებული ხელშეკრულება, რომლითაც დამთავრდა რუსეთ-ოსმალეთის 1768-1774 წლების ომი. ევროპელი დიპლომატების მტრული პოზიციისა და რთული საშინაო ვითარების მიუხედავად, რუსეთმა მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია: გადაეცა ტერიტორია დნეპრსა და ბუგს შორის, სიმაგრეები შავ ზღვაზეკინბურნი, ქერჩი და იენიკალე; რუსეთის სავაჭრო ფლოტს შავ ზღვაზე თავისუფალი ნაოსნობისა და სრუტეებში გავლის ნება დართო; კავკასიაში რუსეთის საზღვარი მდინარე ეისა და თერგის ხაზზე გავიდა; ყირიმის სახანოს დამოუკიდებლობა მიენიჭა (გათავისუფლდა ოსმალეთის ბატონობისგან). ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულებამ ხელი შეუწყო ზღვაზე ვაჭრობის განვითარებისა და რუსეთის სამხედრო სტარატეგიული პოზიციის განმტკიცებას.