თარგი:დღის სტატია:07-16

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ათასწლეულის პარკი
ათასწლეულის პარკი

ათასწლეულის პარკი (ინგლ. Millennium Park) — საზოგადოებრივი პარკი ჩიკაგოში, აშშ, ტბა მიჩიგანის სანაპიროსთან. პარკის დაგეგმვა 1997 წელს დაიწყო. მშენებლობა 1998 წლის ოქტომბერში დაიწყეს, რომელიც 2004 წლის ივლისში დასრულდა. გახსნის ცერემონია 2004 წლის 16 ივლისს შედგა და მას 300 000 ადამიანი დაესწრო. პარკის დიზაინმა და განაშენიანებამ მრავალი ჯილდო დაიმსახურა. მას შემდეგ ათასწლეულის პარკი ჩიკაგოს მნიშვნელოვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობა გახდა. სანახაობათა შორისაა კლაუდ გეიტი, კრაუნის შადრევანი, ჯეი პრიცკერის პავილიონი, ლურის ბაღი და სხვა. პარკი საფეხმავლო ხიდებით დაკავშირებულია გრანტ პარკის სხვა ნაწილებთან.