თარგი:დღის სტატია:06-10

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ემბლემა
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ემბლემა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, თსსუ — საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და მეცნიერების უმთავრესი კერაა. აქ თავმოყრილია საქართველოს სამედიცინო პედაგოგიური და და სამეცნიერო კადრების საუკეთესო ნაწილი.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (წარსულში ინსტიტუტი), დასაბამს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან იღებს. უნივერსიტეტის სათავეში ქართული საზოგადოების გამოჩენილი მოღვაწეები იდგნენ: ივანე ჯავახიშვილი, ნიკო ცხვედაძე, პეტრე მელიქიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, კორნელი კეკელიძე, აკაკი შანიძე და სხვები.