თარგი:დღის სტატია:04-17

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წითელი ქმერების მსხვერპლთა თავის ქალები
წითელი ქმერების მსხვერპლთა თავის ქალები

წითელი ქმერები — შეიარაღებული კომუნისტური მოძრაობა კამბოჯაში.

მოძრაობა შეიქმნა 1968 წელს პოლ პოტის ინიციატივით და აერთიანებდა 30 000 ადამინიანს. ფართო სოციალური ბაზა მოძრაობას შეექმნა 1970 წელს, როდესაც ვიეტნამთან ომის დროს აშშ-ის ჯარის შენაერთებმა კამბოჯის ტერიტორიაზე მოახდინეს ოპერაცია, რასაც 100 ათასამდე მშვიდობიანი მოსახლის სიცოცხლე შეეწირა. ამ მოვლენის შემდეგ მოძრაობა შეავსეს მეტწილად 12-13 წლის ობოლმა ბავშვებმა, რომლებიც გამოირჩეოდნენ „ამერიკელთა მოყვარე“ ქალაქელი თანამემამულეების სიძულვილით.