თარგი:დღის სტატია:04-15

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბრაამ ლინკოლნი (ინგლ. Abraham Lincoln [ˈlɪŋkən]; დ. 12 თებერვალი, 1809 — გ. 15 აპრილი, 1865) — ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-16 პრეზიდენტი 1861 წლის მარტიდან 1865 წლის აპრილამდე, როდესაც ის იქნა მოკლული. იგი წარმატებით უძღვებოდა ქვეყანას ყველაზე რთული შიდა კრიზისის პერიოდში — ამერიკის სამოქალაქო ომის დროს. მან მოახერხა ერთიანობის შენარჩუნება და მონათმფლობელობის დასრულება. 1830-იან წლებში იგი ასევე იყო ვიგების პარტიის ლიდერი და ილინოისის საკანონმდებლო ორგანოს წევრი, ასევე 1 ვადით 1847-1849 წლებში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მოღვაწეობდა. ლინკოლნს ორჯერ ჰქონდა აშშ-ის სენატში არჩევის წარუმატებელი მცდელობა. როგორც მონობის წინააღმდეგ აქტიურმა მებრძოლმა, მან რესპუბლიკური პარტიის შიდა არჩევნები მოიგო 1860 წელს, როდესაც აშშ-ის სამხრეთ ნაწილის თითქმის მხარდაჭერის გარეშე, ამავე წელს საპრეზიდენტო არჩევნებშიც გაიმარჯვა, რითაც იგი პირველი რესპუბლიკელი პრეზიდენტი გახდა.