თარგი:დღის სტატია:04-1

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სპაგეტის ხე — სპეციალურად BBC-ს მიერ საპირველაპრილოდ გამოგონილი ხე, რომლის შესახებაც ტელევიზიამ დოკუმენტური ფილმი მოამზადა. მოკლემეტრაჟიან ფილმში, რომელიც BBC-ის ეთერში 1957 წლის 1 აპრილს გავიდა, ნაჩვენებია სპაგეტის მოსავლის აღება შვეიცარიის კანტონ ტეჩინოში. იმდროისათვის ცნობილი რადიო და სატელევიზიო წამყვანი რიჩარდ დიმბლები ახმოვანებს სცენებს და ყვება შვეიცარიასა და იტალიაში სპაგეტის წარმოების, მარტში მოსალოდნელი ყინვისაგან სპაგეტის ხის დაცვის, თბილი ზამთრის პირობებში განსაკუთრებით დიდი ოდენობის მოსავლისა და „სპაგეტის ხოჭოების“ განადგურების შესახებ. ფილმი გადაღებულია ინგლისის ქალაქ სენტ-ოლბანსსა და შვეიცარიაში.