თარგი:დღის სტატია:03-26

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უეფა-ს თასების მფლობელთა თასი
უეფა-ს თასების მფლობელთა თასი

უეფა-ს თასების მფლობელთა თასისაფეხბურთო ტურნირი ევროპის ქვეყნების კლუბებს შორის, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ეროვნულ სათასო პირველობებში გამარჯვებული კლუბები. პირველი გათამაშება გაიმართა 1960-61 წლებში, ბოლო — 1998-99 წლებში, რის შემდეგაც ტურნირი გაერთიანდა უეფა-ს თასთან. თასების მფლობელთა თასი ითვლებოდა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირად უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის შემდეგ. არცერთ კლუბს არ მოუპოვებია ტიტული ზედიზედ ორჯერ.ნ1972 წლიდან, თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული ჩემპიონთა თასის (მოგვიანებით ჩემპიონთა ლიგა) გამარჯვებულს ხვდებოდა უეფა-ს სუპერთასის მატჩში. დასაწყისიდან 1994 წლამდე ტურნირის ოფიციალური სახელწოდება იყო ევროპის თასების მფლობელთა თასი, ხოლო 1994 წლის შემდეგ უეფა-ს თასების მფლობელთა თასი ეწოდა.