თარგი:დღის სტატია:03-22

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გერბი
გერბი

არაბული ლიგა, ოფიციალური სახელი არაბული ქვეყნების ლიგა (არაბ. جامعة الدول العربية) — საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც 22 არაბულ ქვეყანას და პარტნიორ სახელმწიფოებს აერთიანებს. ორგანიზაცია შექმნილია 1945 წლის 22 მარტს. უმაღლესი ორგანო — ლიგის საბჭო მდებარეობს ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში. შექმნისთანავე, 1945 წელს მშვიდობის და ორგანიზაციის შექმნის ხელშეკრულებას შვიდმა ქვეყანამ მოაწერა ხელი. შემდეგში კი ლიგას 14 ქვეყანა შეურთდა. 1976 წელს ლიგაში მიიღეს პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაცია, 1988 წლიდან წარმოადგენს პალესტინის სახელმწიფო.