თარგი:დღის სტატია:03-20

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შაჰ-ჯაჰანი ფარშავანგის ტახტზე
შაჰ-ჯაჰანი ფარშავანგის ტახტზე

ფარშავანგის ტახტი1739 წელს სპარსეთის შაჰ ნადირის მიერ ინდოეთიდან გატანილი დიდ მოგოლთა ოქროს ტახტი. მას შემდეგ იგი წარმოადგენდა ირანის მონარქიის სიმბოლოს, ისევე, როგორც რუსული მონარქიის სიმბოლოს წარმოადგენდა მონომახის ქუდი.

ფარშავანგის ტახტი XVII საუკუნეში დაამზადეს მოგოლი იმპერატორისათვის შაჰ-ჯაჰანის ბრძანებით. ევროპელთა, კერძოდ, ჟან ბატისტ ტავერნიეს აღწერით, ეს იყო მსოფლიოში ყველაზე მდიდრული ტახტი.