თარგი:დღის სტატია:03-12

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კანბერა
კანბერა

კანბერა (ინგლ. Canberra) — ავსტრალიის დედაქალაქი 1927 წლიდან. გარშემორტყმულია ახალი სამხრეთ უელსის შტატის ტერიტორიით. კანბერა ავსტრალიის ყველაზე დიდი ქალაქია, რომელიც მდებარეობს ქვეყნის შიგნით და არა სანაპიროზე. ქალაქი ავსტრალიის ფედერალური ტერიტორიის ადმინისტრაციული ცენტრია, რომელიც, ასევე, მოიცავს მცირე სასოფლო სამეურნეო ზონასა და ნამაჯის ეროვნულ პარკს. კანბერიდან 280 კმ-ში ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს სიდნეი, ხოლო 650 კმ-ში სამხრეთ-დასავლეთით — მელბურნი. 2011 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქ კანბერის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 355 596 ადამიანს.