თარგი:დღის სტატია:02-3

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რევოლუციამდე: წითლად მონიშნულია 13 კოლონია, ვარდისფრად - ბრიტანელთა მიერ ფრანგებსა და ინდიელებს შორის ომის შემდეგ მითვისებული მიწები, ყვითლად კი ესპანელთა მიერ მითვისებული ტერიტორია
რევოლუციამდე: წითლად მონიშნულია 13 კოლონია, ვარდისფრად - ბრიტანელთა მიერ ფრანგებსა და ინდიელებს შორის ომის შემდეგ მითვისებული მიწები, ყვითლად კი ესპანელთა მიერ მითვისებული ტერიტორია

ამერიკის რევოლუცია — მოვლენების, იდეებისა და ცვლილებათა სერია, რის შედეგადაც ჩრდილოეთ ამერიკის 13 კოლონია გამოეყო ბრიტანეთის იმპერიას და შეიქმნა ამერიკის შეერთებული შტატები. ამერიკის რევოლუციური ომი (1775-1783) რევოლუციის ერთი ნაწილი იყო, რადგან რევოლუცია დაიწყო დიდი ხნით ადრე ლექსინგტონსა და კონკორდთან პირველ გასროლამდე და გრძელდებოდა იორკთაუნთან ბრიტანლეთა დამარცხების შემდეგაც. ამერიკის რევოლუციის ხასიათსა და მის მნიშვნელობაზე მრავალი ინტერპრეტაცია არსებობს. რევოლუცია დაახლოებით ფრანგებისა და ინდიელთა ომის (1754-1763) დროს დაიწყო და დასრულდა ჯორჯ ვაშინგტონის აშშ-ის პირველ პრეზიდენტად არჩევით 1789 წელს. ზოგიერთი მოსაზრებით, ამერიკის რევოლუცია სრულებით არ იყო რევოლუციური და რომ მას რადიკალურად არ შეუცვლია კოლონიური საზოგადოება და მხოლოდ კოლონიური მთავრობა შეცვალა ადგილობრივით. საპირისპირო მოსაზრებით ამერიკის რევოლუცია განსაკუთრებული და რადიკალური მოვლენა იყო, რომელმაც მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა მსოფლიო ისტორიის მსვლელობაში. თანამედროვე ინტერპრეტაციები შუალედურ პოზიციას იკავებენ.