თარგი:დღის სტატია:02-2

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სტალინგრადის ბრძოლა — ერთ-ერთი მთავარი მოვლენა მეორე მსოფლიო ომში. გერმანიის მთავარსარდლობას სურდა დაეპყრო ქალაქი სტალინგრადი და მდინარე ვოლგის მარცხენა სანაპირო, რომელზეც გადიოდა მთავარი სატრანსპორტო გზა ქვეყნის ევროპულ და აზიურ ნაწილებს შორის. სტალინგრადის დაპყრობით გერმანელებს გზა ეხსნებოდათ მთავარი ნავთობის საბადოებისაკენ - გროზნოსა და ბაქოსკენ. სტალინგრადის ბრძოლა 1943 წლის 2 თებერვალს სსრკ-ის გამარჯვებით დასრულდა.