თარგი:დღის სტატია:02-11

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კვიპროსი
კვიპროსი

კვიპროსის კონფლიქტი — ტერიტორიული კონფლიქტი კვიპროსელ ბერძნებსა და კვიპროსელ თურქებს შორის. კუნძულზე დიდი ბრიტანეთის სამხედრო კონტინგენტის შესვლის შემდეგ ეს დაპირისპირება განიხილებოდა, როგორც „კონფლიქტი კვიპროსელ და ბრიტანელ ხალხებს შორის“. ამჟამად ამ კონფლიქტის მოგვარებაში ჩართულია გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და ევროპის კავშირი.

1960 წელს კვიპროსმა დამოუკიდებლობა მიიღო დიდი ბრიტანეთისაგან, რომელიც ქვეყანას ფლობდა ჯერ კიდევ XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან. დიდმა ბრიტანეთმა დამოუკიებლობის მინიჭების შემდეგ კუნძულზე დაიტოვა ორი სამხედრო ბაზა, რომლებიც მდებარეობდა ქალაქების, აკროტირისა და დეკელიის მახლობლად. ახალი კონსტიტუციის თანახმად, ქვეყანაში აღიარეს ორი თემის არსებობა: ბერძნული — 80 % და თურქული — 18 %. სახელმწიფოს ძირითად დოკუმენტში ჩაწერილმა ამ მუხლმა მაშინვე აღაშფოთა თურქულენოვანი საზოგადოება.