თარგი:დღის მოვლენები:12-9
იერსახე

- 536 : ბიზანტიელი გენერალი ველისარიუსი რომში შედის, ოსტგუთების დაცვა კი მშვიდობით ტოვებს ქალაქს, რითაც ძველი დედაქალაქი იმპერიას უბრუნდება.
- 1425 : ლიუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი დაარსდა ბელგიაში.
- 1824 : აიაკუჩოს ბრძოლა — პერუს ნაციონალისტები ანტონიო ხოსე სუკრეს მეთაურობით ამარცხებენ ესპანეთის კოლონიურ ძალებს და პერუს დამოუკიდებლად აცხადებენ.
- 1931 : ესპანეთის მეორე რესპუბლიკა გამოცხადდა.
- 1940 : მეორე მსოფლიო ომი — ოპერაცია კომპასი — ბრიტანეთისა და ინდოეთის ძალები გენერალ-მაიორი რიჩარდ ო’კონორის ხელმძღვანელობით თავს ესხმის იტალიის ბაზას სიდი ბარანისთან, ეგვიპტეში.
- 1987 : ისრაელ-პალესტინის ომი — პირველი ინტიფადა დაიწყო ღაზის სექტორსა და მდ. იორდანის დასავლეთ სანაპიროზე.
- 1990 : ლეხ ვალენსა (სურათზე) პოლონეთის პირველი არჩეული პრეზიდენტი გახდა.