თარგი:დღის მოვლენები:12-23
იერსახე

- 619 : ბონიფაციუს V რომის პაპი გახდა.
- 1888 : ვინსენტ ვან გოგმა (სურათზე) მარცხენა ყური მოიჭრა და საროსკიპოში მეძავს უბოძა.
- 1954 : პირველად ადამიანის თირკმელის გადანერგვა განხორციელდა ბოსტონში (მასაჩუსეტსი).
- 1958 : მსოფლიოს უმაღლესი თავისუფლად მდგომ ლითონის კოშკი ტოკიოს ტელეანძა გაიხსნა.
- 1977 : ილია II საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს.
- 1979 : საბჭოთა ჯარებმა ავღანეთის დედაქალაქი ქაბული აიღეს.
- 1990 : სლოვენიის მოსახლეობის 88% რეფერენდუმში იუგოსლავიისგან დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი.
- 2008 : გვინეის პრეზიდენტის ლანსანა კონტეს გარდაცვალებიდან მცირე ხანში ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება გამოცხადდა.