თარგი:დღის მოვლენები:11-7
Jump to navigation
Jump to search
1665 : პირველად დაიბეჭდა London Gazette — უძველესი დღემდე არსებული ინგლისურენოვანი პერიოდული გამოცემა.
1848 : ზაქარი ტეილორი პრეზიდენტად აირჩიეს აშშ-ის პირველ საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც ყველა შტატში ერთდროულად ჩატარდა.
1912 : ბერლინში დოიჩე ოპერნჰაუზი (ამჟამად დოიჩე ოპერ ბერლინი) გაიხსნა ბეთჰოვენის „ფიდელიოს“ შესრულებით.
1917 : პეტროგრადში ბოლშევიკებმა ლენინისა და ტროცკის მეთაურობით ზამთრის სასახლე აიღეს (სურათზე) და დროებითი მთავრობა ჩამოაგდეს, რითაც ოქტომბრის რევოლუცია დაიწყო (ძველი კალენდრით 25 ოქტომბერს).
1929 : ნიუ-იორკში თანამერდროვე ხელოვნების მუზეუმი გაიხსნა.
1941 : ნემიროვის ებრაელთა ტრაგედია — ნაცისტებმა 2580 ებრაელი დახვრიტეს ნემიროვთან, უკრაინა.
1956 : სუეცის კრიზისი — გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და ისრაელს ეგვიპტიდან ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანა აიძულა.