თარგი:დღის მოვლენები:10-1
იერსახე

- ძვ. წ. 331 : გავგამელის ბრძოლაში ალექსანდრე მაკედონელმა სპარსეთის მეფე დარიოს III დაამარცხა.
- 1827 : რუსეთის არმია გენერალ პასკევიჩის მეთაურობით ერევნის შტურმით სომხეთზე მუსლიმთა ბატონობის ათასწლეულს ასრულებს.
- 1869 : ავსტრიამ მსოფლიოში პირველი საფოსტო ბარათები გამოუშვა.
- 1936 : გენერალი ფრანკო ესპანეთის სახელმწიფო მეთაურად გამოცხადდა.
- 1949 : მაო ძე-დუნმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა გამოაცხადა.
- 1964 : პირველი სინკანსენის (სურათზე) ხაზი ტოკიო-ოსაკა გაიხსნა იაპონიაში.
- 1977 : ბრაზილიის ფეხბურთის ვარსკვლავმა პელემ ბოლო მატჩი ითამაშა.
- 2012 : საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა.