თარგი:დღის მოვლენები:08-5
იერსახე

- 1100 : ვესტმინსტერის სააბატოში ჰენრი I ინგლისის მეფედ აკურთხეს.
- 1772 : პოლონეთის პირველი დაყოფა მოხდა რუსეთს, პრუსიასა და ავსტრიას შორის.
- 1861 : სამოქალაქო ომის დანახარჯების ანაზღაურების მიზნით აშშ-ის მთავრობა აწესებს პირველ საშემოსავლო გადასახადს ($800-ზე მეტი საერთო შემოსავლების 3%; გაუქმდა 1872-ში).
- 1914 : კლივლენდში (ოჰაიო) მსოფლიოში პირველი ელექტრო საგზაო შუქნიშანი დამონტაჟდა.
- 1924 : თურქეთში ათათურქის ინიციატივით აკრძალეს პოლიგამია.
- 1949 : ეკვადორში მიწისძვრამ 50 ქალაქი დაანგრია და 6000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.
- 1962 : კინოვარსკვლავი და სექს-სიმბოლო მერილინ მონრო (სურათზე) საკუთარ ბინაში, ლოს-ანჯელესში მკვდარი იპოვეს, სავარაუდოდ ძილის წამლების დოზის გადამეტების გამო.
- 1995 : ოპერაცია „შტორმის“ შედეგად ხორვატებმა სერბების მნიშვნელოვანი გამაგრება აიღეს ქალაქ კნინში.