თარგი:დღის მოვლენები:08-3
იერსახე

- 8 : რომის გენერალი ტიბერიუსი მდინარე ბათინუსთან დალმაციელებს ამარცხებს.
- 1492 : ქრისტეფორე კოლუმბი ესპანეთის პორტიდან პალოს-დე-ლა-ფრონტერა დასავლეთისკენ იღებს გეზს.
- 1678 : რობერტ ლასალი აგებს გრიფონს, პირველ საზღვაო ხომალდს ამერიკაში.
- 1783 : ვულკან ასამის ამოფრქვევას იაპონიაში 35 000 ადამიანი შეეწირა.
- 1860 : ახალ ზელანდიაში მაორთა მეორე ომი დაიწყო.
- 1914 : პირველი მსოფლიო ომი — გერმანიამ ომი გამოუცხადა საფრანგეთს.
- 1934 : ადოლფ ჰიტლერი პრეზიდენტისა და კანცლერის პოსტების გაერთიანებით გერმანიის უზენაესი მეთაური გახდა.
- 1946 : ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია (NBA, ლოგო სურათზე) დაფუძნდა აშშ-ში.