თარგი:დღის მოვლენები:07-3
იერსახე

- 324 : ადრიანოპოლის ბრძოლაში კონსტანტინე I (სურათზე) ლიცინიუსს ამარცხებს, რომელიც ბიზანტიიდან გაქცევით შველის თავს.
- 987 : ჰუგო კაპეტი საფრანგეთის მეფე ხდება, პირველი კაპეტინგების დინასტიიდან, რომელიც საფრანგეთს 1792 წლის რევოლუციამდე მართავდა.
- 1608 : პირველი ევროპული ქალაქი არაესპანურენოვან ჩრდილოეთ ამერიკაში - კვებეკ-სიტი - დააარსა სამიუელ შამპლენმა.
- 1863 : აშშ-ის სამოქალაქო ომი - გეტიზბერგის ბრძოლის ბოლო და ყველაზე სისხლიანი დღე.
- 1866 : პრუსიელებმა ავსტრიის არმია დაამარცხეს კიონიგრაცის ბრძოლაში, რომელიც გადამწყვეტი გახდა ავსტრო-პრუსიის ომში.
- 1928 : პირველი ფერადი სატელევიზიო ტრანსლაცია განხორციელდა ლონდონში.
- 1944 : მეორე მსოფლიო ომი - საბჭოთა ძალებმა ნაცისტებისგან მინსკი გაათავისუფლეს ოპერაცია ბაგრატიონში.