თარგი:დღის მოვლენები:07-2
იერსახე

- 1777 : ვერმონტი პირველი აშშ-ის შტატი გახდა, სადაც მონათმფლობელობა გაუქმდა.
- 1853 : ყირიმის ომი — რუსეთის ჯარი ოსმალეთს დაესხა თავს.
- 1900 : ცეპელინით (სურათზე) პირველი ფრენა განხორციელდა კონსტანცის ტბაზე, ფრიდრიხსჰაფენთან, (გერმანია).
- 1964 : აშშ-ის პრეზიდენტი ლინდონ ჯონსონი სამოქალაქო უფლებების აქტს აწერს ხელს, რომელმაც საზოგადო ადგილებში რასობრივი სეგრეგაცია აკრძალა.
- 1978 : პლუტონის თანამგზავრი ქარონი აღმოაჩინეს.
- 1997 : ტაილანდური ბატის გაუფასურებით აზიის ფინანსური კრიზისი დაიწყო.
- 2002 : სტივ ფოსეტი პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც დედამიწას საჰაერო ბურთით შემოუფრინა.