თარგი:დღის მოვლენები:07-16
იერსახე

- 622 : წინასწარმეტყველი მუჰამედი ჰიჯრას იწყებს მექადან მედინაში, რაც დასაბამს აძლევს მაჰმადიანურ კალენდარს.
- 1661 : სტოკჰოლმის ბანკმა ევროპაში პირველი ბანკნოტები გამოუშვა.
- 1945 : მანჰეტენის პროექტი — აშშ-ს მიერ ნიუ-მექსიკოს შტატში ისტორიაში პირველად განხორციელდა პლუტონიუმის ბირთვული იარაღის ექსპერიმენტული აფეთქება.
- 1965 : საფრანგეთისა და იტალიის დამაკავშირებელი მონბლანის გვირაბი გაიხსნა.
- 1979 : სადამ ჰუსეინი (სურათზე) ერაყის პრეზიდენტი გახდა.
- 2004 : ათასწლეულის პარკი, XXI საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური არქიტექტურული პროექტი, გაიხსნა ჩიკაგოში, ილინოისი.