თარგი:დღის მოვლენები:06-28
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
1389 : ოსმალებმა მურად I-ის (სურათზე) მეთაურობით სერბები დაამარცხეს კოსოვოს ბრძოლაში.
1651 : პოლონელებსა და უკრაინელებს შორის ბერესტეჩკოს ბრძოლა დაიწყო.
1895 : სალვადორი, ჰონდურასი და ნიკარაგუა ცენტრალური ამერიკის ფედერაციულ რესპუბლიკას ქმნიან.
1914 : სარაევოში სერბმა ნაციონალისტმა გავრილო პრინციპიმ ავსტრიის იმპერიის უფლისწული ფრანც ფერდინანდი მოკლა, რაც პირველი მსოფლიო ომის დაწყების მიზეზი გახდა.
1919 : ვერსალის ხელშეკრულება დაიდო, რითაც დასრულდა პირველი მსოფლიო ომი გერმანიასთან.
1969 : სტოუნუოლის ჯანყი დაიწყო ნიუ-იორკში, რამაც დასაბამი მისცა ჰომოსექსუალისტთა უფლებების მოძრაობას.