თარგი:დღის მოვლენები:06-2
იერსახე

- 455 : ვანდალებმა რომი აიღეს.
- 1924 : აშშ-ის პრეზიდენტმა კელვინ კულიჯმა ადგილობრივ ინდიელებს ქვეყნის მოქალაქეობა უბოძა.
- 1946 : ეროვნულ რეფერენდუმში იტალიელებმა მონარქიას რესპუბლიკა ამჯობინეს. მეფე უმბერტო II ქვეყნიდან გაიქცა.
- 1953 : ელისაბედ II დიდი ბრიტანეთის დედოფლად აკურთხეს.
- 1975 : ფრანგმა მეძავებმა ლიონის ეკლესია დაიკავეს გაუსაძლისი ჯარიმებისა და გადასახადების პროტესტის ნიშნად, რამაც დასაბამი მისცა სექსის მუშაკთა უფლებების მოძრაობას.
- 1992 : ეროვნულ რეფერენდუმში დანიამ უარყო მაასტრიხტის ხელშეკრულება ხმათა მცირე უმრავლესობით.
- 2003 : ბაიკონურიდან გაშვებულ იქნა მარს-ექსპრესი — ევროპის პირველი საპლანეტთაშორისო კოსმოსური ზონდი.