თარგი:დღის მოვლენები:06-16
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
632 : სპარსეთის იმპერიის ტახტზე ადის იეზდიგერდ III, სასანიანების უკანასკნელი მმართველი.
1487 : ვარდების ომის დასასრული: ლანკასტრელებმა იორკისტები დაამარცხეს სტოუკ-ფილდის ბრძოლაში, ინგლისი.
1745 : ომი ავსტრიული მემკვიდრეობისათვის : ბრიტანელებმა უილიამ პეპერელის ხელმძღვანელობით აიღეს ფრანგული ციხესიმაგრე ლუისბურგი კეიპ-ბრეტონის კუნძულზე ექვსკვირიანი ალყის შემდეგ.
1815 : ნაპოლეონის ომები : ნაპოლეონის ჯარებმა პრუსიელები დაამარცხეს ლინის ბრძოლაში. პარალელურად ფრანგმა მარშალმა მიშელ ნეიმ სტრატეგიული გამარჯვება მოიპოვა ინგლის-ჰოლანდიური არმიის წინააღმდეგ კატრ-ბრის ბრძოლაში.
1925 : ახალგაზრდა პიონერთა ბანაკი არტეკი გაიხსნა საბჭოთა კავშირში.
1963 : ხომალდ ვოსტოკ-6-ზე ვალენტინა ტერეშკოვა კოსმოსში გაფრენილი პირველი ქალი გახდა.
1977 : ლეონიდ ბრეჟნევი სსრკ-ის სახელმწიფო მეთაური გახდა.