თარგი:დღის მოვლენები:05-6
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
1527 : რენესანსის დასასრული: კარლოს V-ის ჯარებმა რომი გაანადგურეს.
1682 : საფრანგეთის მეფე ლუი XIV-მ სამეფო კარი ვერსალში გადაიტანა.
1840 : საფოსტო მარკა შავი პენი ძალაში შევიდა დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში.
1889 : ეიფელის კოშკი (სურათზე) გაიხსნა პარიზის უნივერსალურ ექსპოზიციაზე.
1940 : ჯონ სტაინბეკი პულიცერის პრემიით დაჯილდოვდა რომანისთვის „მრისხანების მტევნები“.
1945 : მმო : პრაღის ოპერაცია — აღმოსავლეთის ფრონტის ბოლო მნიშვნელოვანი ბრძოლა დაიწყო.
1994 : ლა-მანშის გვირაბი ოფიციალურად გახსნეს ფრანსუა მიტერანმა და დედოფალმა ელისაბედ II-მ.
2004 : ვარდების რევოლუცია აჭარაში: ასლან აბაშიძე მოსკოვში გაიქცა.
2007 : ნიკოლა სარკოზიმ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 53%-ით სოციალისტი სეგოლენ რუაიალი დაამარცხა.
2011 : გაერთიანებულ სამეფოში, მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის შეცვლაზე გამართულ რეფერენდუმზე, ამომრჩევლებმა ალტერნატიულ საარჩევნო სისტემაზე უარი თქვეს.
2012 : ფრანსუა ოლანდი საფრანგეთის პრეზიდენტად აირჩიეს.