თარგი:დღის მოვლენები:04-20
იერსახე

- 1303 : პაპი ბონიფაციუს VIII-ის ედიქტით რომის უძველესი საპიენცის უნივერსიტეტი დაარსდა.
- 1653 : ოლივერ კრომველმა პარლამენტის კუდი დაითხოვა.
- 1657 : ადმირალმა რობერტ ბლეიკმა ტენერიფესთან ესპანური ვერცხლის გადამზიდავი ფლოტი გაანადგურა.
- 1770 : ასპინძის ბრძოლაში ერეკლე II-მ ოსმალებისა და ლეკების გაერთიანებული ჯარი დაამარცხა.
- 1862 : ფრანგმა ქიმიკოსმა ლუი პასტერმა და ფიზიოლოგმა კლოდ ბერნარმა პასტერიზაციის პირველი ცდა დაასრულეს.
- 1922 : შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი (სურათზე).
- 2009 : ნიუ-იორკ ტაიმზმა ერთდროულად ხუთი პულიცერის პრემია მიიღო.