თარგი:დღის მოვლენები:03-8
იერსახე
სტატიის შეუმოწმებელი ვერსია

- 1618 : იოჰანეს კეპლერმა (სურათზე) პლანეტათა მოძრაობის მესამე კანონი აღმოაჩინა. მოგვიანებით უარყო აღმოჩენა გამოთვლებში შეცდომის გაპარვის მიზეზით, თუმცა 15 მაისს ისევ დაადასტურა.
- 1819 : თბილისში დაარსდა „საქართველოს გაზეთი“.
- 1908 : ბოსტონში გაფიცული მუშა ქალები დახვრიტეს. 1811 წლიდან ამ დღეს მრავალ ქვეყანაში ქალთა სოლიდარობის დღე აღინიშნება.
- 1917 : რუსეთის იმპერიაში თებერვლის რევოლუცია დაიწყო (ძვ. სტილით 23 თებერვალს).
- 1918 : ესპანური გრიპის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელმაც მოგვიანებით ვრცელი პანდემია გამოიწვია.
- 1950 : სსრკ-მა ატომური ბომბი შექმნა.
- 2006 : ნიუ-იორკის სააქციო ბირჟის (NYSE) შერწყმით „არქიპელაგოსთან“ შეიქმნა „NYSE Group“. ამ დღიდან საფონდო ბირჟებზე მისი სიმბოლო ხდება NYX.