თარგი:დღის მოვლენები:03-27
იერსახე

- 1513 : ესპანელმა მოგზაურმა ხუან პონსე დე ლეონმა ფლორიდა აღმოაჩინა.
- 1854 : ყირიმის ომი — ბრიტანეთმა რუსეთს ომი გამოუცხადა.
- 1871 : გაიმართა რაგბის პირველი საერთაშორისო მატჩი ინგლისისა და შოტლანდიის გუნდებს შორის.
- 1905 : თბილისის ფუნიკულიორი გაიხსნა.
- 1918 : მოლდოვის დემოკრატიული რესპუბლიკა რუმინეთს შეუერთდა.
- 1968 : სუჰარტო (სურათზე) ინდონეზიის პრეზიდენტი გახდა.
- 1968 : ვლადიმირის ოლქში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად იური გაგარინი დაიღუპა.
- 1976 : ვაშინგტონის მეტროპოლიტენი გაიხსნა.
- 1990 : ლონდონში შერლოკ ჰოლმსის მუზეუმი გაიხსნა.
- 2020 : ჩრდილოეთი მაკედონია ნატოს 30-ე წევრი გახდა.