თარგი:დღის მოვლენები:03-20
იერსახე

- 1739 : ნადირ-შაჰი ინდოეთის დედაქალაქ დელის იღებს, ძარცვავს მას და ფარშევანგის ტახტის ძვირფასეულობა მიაქვს.
- 1815 : ელბაზე ტყვეობიდან თავის დაღწევის შემდეგ, ნაპოლეონ ბონაპარტი პარიზში შედის, ოფიციალურად იწყებს რა მის „ასდღიან“ მმართველობას.
- 1852 : ამერიკელი მწერალი ჰარიეტ ბიჩერ სტოუს „ბიძია თომას ქოხი“ გამოქვეყნდა, რამაც ძირეულად შეცვალა მონობისადმი დამოკიდებულება და უფრო გაამწვავა ურთიერთობა ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის.
- 1883 : თერთმეტმა ქვეყანამ ხელი მოაწერა პარიზის კონვენციას საწარმოო საკუთრების დაცვის შესახებ, ერთ-ერთ პირველ ხელშეკრულებას ინტელექტუალურ საკუთრებაზე.
- 1890 : გერმანიის იმპერატორმა ვილჰელმ II-მ ოტო ბისმარკი რაიხსკანცლერის თანამდებობიდან გადააყენა.
- 1916 : ალბერტ აინშტაინი (სურათზე) ფარდობითობის თეორიას აქვეყნებს.
- 1987 : ანტირეტროვირუსული მედიკამენტი ზიდოვუდინი (AZT) აივ და შიდსის წინააღმდეგ სამკურნალო პირველი საშუალება გახდა.