თარგი:დღის მოვლენები:01-25
იერსახე

- 41 : სენატმა რომის იმპერატორად კლავდიუსი დაამტკიცა.
- 1327 : თოთხმეტი წლის ედუარდ III ინგლისის მეფედ აკურთხეს, თუმცა ქვეყანას დედამისი დედოფალი იზაბელა და მისი საყვარელი როჯერ მორტიმერი განაგებენ.
- 1554 : იეზუიტმა მისიონერებმა ჟოზე დე ანშიეტამ და მანუელ და ნობრეგამ სან-პაოლუ-დოს-კამპოს-დე-პირატინინგა დააარსეს ბრაზილიაში.
- 1755 : რუსეთის დედოფალი ელისაბედის განკარგულებით ლომონოსოვის მოსკოვის უნივერსიტეტი დაარსდა.
- 1919 : პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე ერთა ლიგა შეიქმნა.
- 1924 : პირველი ზამთრის ოლიმპიადა გაიხსნა მონბლანის ფერხთით შამონიში, ზემო სავოია, საფრანგეთი.
- 2004 : საქართველოს ახალი, ხუთჯვრიანი დროშა (სურათზე) ოფიციალურად დამტკიცდა.