თარგის განხილვა:Potd/2013-06

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იქნებ ამ თარგებისთვის მოიცალოს ვინმემ და ისე იაქტიუროთ როგორც სხვა გვერდებზე. --ჯაბა ლაბაძე 17:02, 8 ივნისი 2013 (UTC)[უპასუხე]

რას გულისხმობ, ჯაბა? მე ვქმნი ამ თარგებს და საკმაოდ წინდაწინ, რომ არ გამოგვრჩეს... თუ თარგმნას გულისხმობ, სამწუხაროდ მე ისე გამართულად არ გამომივა, როგორც თქვენ და ვინც აქამდე თარგმნიდა იმათ... :) — GIO→13 19:40, 8 ივნისი 2013 (UTC)[უპასუხე]

იმას ვგულისხმობ რომ მთავარ გვერდზე უკვე მესამე დღეა რჩეული სურათის ქვეშ უშნო წითელი ბმულები ჩანს. ამის გამკეთებელი არავინაა. ისეთი აქტიურობაა საჭირო როგორც სხვა გვერდებზე. ჩემი წვლილი ამ თარგებთან დაკავშირებით ძალზე მინიმალურია და არც ვაპირებ რაიმე გავაკეთო. როდესაც ვიღაცას პრეტენზია აქვს ქართული ვიკიპედიის წინა რიგებში დგომაზე (არადა უკანა რიგებში ვართ) მთავარ გვერდზე მსგავსი წითელი ბმულები არ უნდა იყოს. --ჯაბა ლაბაძე 03:53, 9 ივნისი 2013 (UTC)[უპასუხე]

ასეთი საუბარი რა საჭიროა?.. ასე გადაკრით ხომ ყველა მიხვდება ვიზეცაა საუბარი და არ სჯობს პირდაპირობა? ვინც ამ საქმეშია, აკეთებენ შეძლებისდაგვარად და მადლობის მეტი არაფერი ეთქმით ჩვენგან... ვალდებული აქ არავინ არაფრის არ არის... მეტად გვერდში დგომაა საჭირო, მე რაღაც არ ძალმიძს? სხვა დამიდგება გვერდში და ანალოგიურად, აბა რისთვის ვართ აქ და რისთვის ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ? :)... ერთმანეთს გვერდში უნდა დავუდგეთ ამ საქმეშიც, რადგან ჩვენ ეს (ვიკიპედია) გვაერთიანებს... :) — GIO→13 19:37, 9 ივნისი 2013 (UTC)[უპასუხე]

რა საჭიროა და რატომ ვწერ აქ საკამათო არაა (მაგას თავისი დრო და ადგილი აქვს). ასევე სხვა დროს იყოს იმაზე საუბარი ვიკიპედია გვაახლოებს თუ..... და კიდევ თუ ვინმე აქ საკუთარ თავს ამოიცნობს ეგ ჩემი პრობლემა არაა. --ჯაბა ლაბაძე 20:05, 9 ივნისი 2013 (UTC)[უპასუხე]