თარგის განხილვა:სადავო

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სადაო. - ალ-ო     @ 12:05, 7 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]


სადაო, სიტყვიდან დავა, თუ გნებავთ წყაროსაც მოგაწვდით--მოცარტი 16:25, 24 ოქტომბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

დავასა–დავ–ო. სწორია. — დათო პასუხი 16:39, 24 ოქტომბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
დავა ფუძეკვეცადია. - ალ-ო     @ 16:43, 24 ოქტომბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
მართალი ხარ, ფუძე კვეცადია. კვეცა – ესაა ბოლოკიდური ხმოვნის ჩამოცილება. ორ ბრუნვაში იკვეცება – დავადავ–ის (ნაცვლად დავა–ის ფორმისა), დავ–ით (ნაცვლად დავა–ით ფორმისა). დავა – ეს არის სიტყვიოს სრული ფუძე, ხოლო დავ – ესაა შეკვეცილი ფუძე. სიტყვაში "სა–დავ–ო" სწორედ ეს შეკვეცილი ფუძეა გამოყენებული. ასე რომ, სადავო სწორი ფორმაა. — დათო პასუხი 16:56, 24 ოქტომბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

სადაო - რაც დავას იწვევს. საცილობელი. - ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი.თბილისი, 1990, ტომი 2 გვ.837.

სადაო - იხ. სადავო. - ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი.თბილისი, 1990, ტომი 2 გვ.837.--იორგი(საუბარი) 17:00, 24 ოქტომბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

უკაცრავად, არასწორი განსაზღვრება ვიხმარე. არის რამდენიმე სიტყვა, რომელსაც ფუძეში ვ ეკვეცება გარკვეულ ფორმებში და ეს ერთერთია. თუმცა, როგორც ჩანს, აქ ორივე ფორმა სწორია. - ალ-ო     @ 20:01, 24 ოქტომბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

კი, ალბათ ასეა, მარა განმარტებითი ლექსიკონი უფრო ვ-იან ფორმას ანიჭებს უპირატესობს. :) ჩვენი ტერმინოლოგიით, ვ-ს გარეშე ფორმიდან გადამისამართებაა ვი-იანზე :)--იორგი(საუბარი) 20:02, 24 ოქტომბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

არა. ის, რომ ერთგან განმარტებაა და მეორეგან მინიშნება არ ნიშნავს რომელიმე ფორმისთვის უპირატესობის მინიჭებას. ანბანურად პირველი რომელიც იყო იმას მიეწერა განმარტება. - ალ-ო     @ 20:10, 24 ოქტომბერი 2009 (UTC)[უპასუხე]