თარგის განხილვა:ინფოდაფა ამინდი (ინგლისური)

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აღნიშნული თარგი შევქმენი იმ მიზნით რომ ინგლისურენოვანი თემებიდან რომლებიც ყველაზე უფრო კარგადაა დამუშავებული, დაგვეკოპირებინა ამინდის ცხრილი პირდაპირ რაიმეს შეუცვლელად, რომ ადვილი ყოფილიყო სტატიებში ამინდის ცხრილის მონაცემების შეტანა. მოკლედ ცხრილი შეიქმნა და თავის საქმეს აკეთებს მაგრამ არის ორიოდე პრობლემა რომელსაც გამოსწორება სჭირდება.

მოკლედ, ბათუმის მაგალითზე ჩანს რომ ჩემს მიერ მიმატებულ მონაცემებზე რომელიც წინა თარგში არ იყო გათვალისწინებული სიცარიელის შემთხვევაში ცარიელს მიტოვებს გრაფებს. ეს კი არ გვაწყობს. მოკლედ თუ ვინმეს შეგიძლიათ ეგება ის გრაფა რომელიც ამა თუ იმ მიზეზის გამო არ იარსებებს, ესე პირდაღებული არ დარჩეს. ანუ მინდა რომ ის რაც არ არის ის გრაფა საერთოდ არ გამოჩნდეს.

მეორე პრობლემა, თუ შეიძლება ამას პრობლემა დავარქვათ არის ის რომ ბოლოში არის სვეტი სულ სადაც ჯამდება ან არ ჯამდება რაღაცეები. ინგლისურში ამას წიკი აკეთებს თავისით ჩვენთან კი ხელით შეიტანებოდა ეს სულის სვეტიც.

მოკლედ ეს ორი პრობლემა გადავჭრათ და მგონი თარგი მუშაობს. თუ შენიშვნები გექნებათ დიდი სიამოვნებით მივიღებ. პრინციპში მე ამ თარგთან მუშაობას მოვრჩი და შეგიძლიათ თქვენს გემოზე მოარგოთ დანარჩენი.--Surprizi განხილვაწვლილი 14:07, 14 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]

რომ გამართავთ მერე გავაკეთებ თარგის თავფურცელ/საინფორმაციო გვერდს.--Surprizi განხილვაწვლილი 14:09, 14 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]

@ITshnik: ისევ შენ უნდა შეგაწუხოთ, მე თვალისთვის დამალულ დეტალებში უბრალოდ ვერ ვერკვევი. --Henry McClean განხილვაწვლილი 14:10, 14 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]

რომ მოვიცლი, მივხედავ.— G.G. 14:30, 14 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]

ნუ იდეაში შეიძლება ნაკლული ინფორმაციის დამატება იმავე წყაროდან რაც ქვევითა აქვს მითითებული, მარა მაინც თუ გაკეთდება ურიგო არ იქნება. ხო და სულ-ის ვარიანტიც ანალოგიურია, თუ გაკეთდება კაი და თუ არადა მაგასაც გადავიტანთ!--Surprizi განხილვაწვლილი 15:57, 14 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]

@Surprizi: თარგის ამჟამინდელი კოდი არ იძლევა ავტომატურად შეკრების საშუალებას. ის კი გავასწორე, ცარიელ ველებს აღარ დატოვებს. en:Template:Weather box აქედან აიღე კოდი? ეგ თარგი ლუას მოდულს იყენებს. მე ლუაში გურუ არ ვარ, მაგრამ თუ გინდა, მაინც ვცდი, რთული კოდი არ უჩანს, მხოლოდ ამ შემთხვევაში თარგის წყობა მნიშვნელოვნად შეიცვლება (თუმცა, თუ რამე არ გამოვა, წინა ვერსიებზე დაბრუნება ყოველთვის მარტივად არის შესაძლებელი). ერთი პლიუსიც დაემატება: ავტომატურად დაჯამების ფუნქცია, თუ ინგლისურშიც აქვს, რა თქმა უნდა.— G.G. 20:47, 20 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]

მგონი, მივხვდი, რაც გააკეთე :) პარამეტრების ინგლისური დასახელებები შემოიტანე ქართულ თარგზე დაყრდნობით. მხოლოდ ერთი მინუსი აქვს ამ თარგს: სიგრძეში იწელება, თუ არასაკმარის რაოდენობის პარამეტრებს შეავსებ და წლიურ მაჩვენებელს სადღაც ზემოთ სვამს იმავე გრაფაში. ახლა უკვე მე თვითონ მაქვს სურვილი, მოდულის გამოყენებით გავაკეთო ეს თარგი. რას იტყვი? — G.G. 22:17, 20 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]

@ITshnik: გაიხარე! საერთოდ მემმომხრე ვარ იმისა რომ ამინდზე(კლიმატზე) იყოს ერთი და ნორმალური თარგი! არაა აუცილებელი ჩემს შექმნილზე ააწყობ თუ ძველზე. უბრალოდ მოგეხსენება რომ ციფრების შეტანა რთული პროცედურაა, თან ამდენი და ამიტომ ვიფიქრე ეგრევე ინგლისური თემიდან დაკოპირებით გადაწყვეტილიყო ციფრების გადმოტანა შიდა სინტაქსის დიდი ცვლილების გარეშე. თუ ამ ბოლო პრინციპზე დაყრდნობით მოაწყობ თარგს, სინტაქსი როგორც გინდა ისე ააწყვე. მთავარია მომხმარებელს გავუადვილოთ ამინდის ტარგის მარტივად გადმოტანის შესაძლებლობა. სულ ესაა და ეს! აბა წარმატებები და ბოდიში პასუხის დაგვიანებისათვის!--Surprizi განხილვაწვლილი 08:25, 23 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]

კარგი. მაშინ დრო როცა მექნება (სავარაუდოდ, ერთი-ორი კვირის შემდეგ), ჩავუჯდები. ვნახოთ რა გამოვა. მომხმარებელს კი თარგის ამ ვერსიითაც შეუძლია უკვე სარგებლობა ზედმეტი წვალების გარეშე (კოპირებით). უბრალოდ, რაც ზემოთაც ვახსენე იმ პრობლემას ვაწყდებით კვლავ. საკუთარ სავარჯიშოში შეგიძლია, იხილო შედეგები ბათუმის მაგალითზე ნალექების რაოდენობის სექცია როგორ არის ჩამოწელილი ქვემოთ. თუ მოდულზე ავაწყობ ხომ კარგი, თუ არა, ვეცდები, ეგ პრობლემა მაინც მოვუგვარო თარგს.— G.G. 18:51, 23 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]