თარგის განხილვა:დღის მოვლენები:01-4

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იქნებ დაასაბუთოს ამ ცვლილების ავტორმა მიზეზი. --მიხეილ მიწერა 15:45, 4 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

როგორც ჩანს, არ სურს ავტორს დასაბუთება, ამიტომ ცვლილება გაუქმდა. --მიხეილ მიწერა 16:31, 4 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]
და ჭირდება ამას რამე დასაბუთება? წერია სადმე, რომ არ შემიძლია შეცვლა? Nodar Kherkheulidze განხილვა 16:33, 4 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]
რა ხდება ნოდარ, მეთამაშები? მიზანმიმართულად არღვევ ვიკიპედიის პრინციპებს? — მიხეილ მიწერა 16:35, 4 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]
თუ შეგიძლია, დამიდე წესი. Nodar Kherkheulidze განხილვა 16:35, 4 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]
რის წესს მთხოვ, ჯერ ის ამიხსენი. --მიხეილ მიწერა 16:42, 4 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]
წესს იმისა, რომ მეკრძალება ისეთი ცვლილების გაკეთება და მევალდებულება მისი დასაბუთება, რომელიც მე გავაკეთე. Nodar Kherkheulidze განხილვა 16:44, 4 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]
აჰა, გასაგებია. ცუდად ყოფილა საქმე. როგორც ჩანს, პატივს არ სცემ კოლეგებს და ისეთ მნიშვნელოვან თარგში, რომელიც მთავარ გვერდზე გადის, განხილვის გარეშე, პირადი შეხედულებებისამებრ ცვლი ფოტოს. ეს უბრალოდ სხვა მომხმარებლების უპატივცემულობაა, წესები მხოლოდ ამის შემდეგ. --მიხეილ მიწერა 16:46, 4 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

ასე ნუ გაყვებით ძალიან გთხოვთ შორს წახვალთ, მარტივად (თუ ეს პრინციპულია) კენჭისყრა ვის ვისურვებდით მთავარ გვერდზე ამ თარგში. --ჯაბა ლაბაძე 16:48, 4 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

და ვინც თავიდან ჩასვა თარგში სურათი, იმის მხრიდან სურათის ჩასმა უპატივცემლობა არ იყო, მაგ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ? ან კენჭისყრა გამოცხადდა? Nodar Kherkheulidze განხილვა 16:49, 4 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]
ვინაიდან ამ თარგში ეს ფოტო უკვე 6 წელია ზის და აქამდე არავის გამოუთქვამს პრეტენზია, ამდენი წლის შემდეგ მისი ამოღება ერთპიროვნულად, არაა გამართლებული და შენ ეს კარგად იცი. --მიხეილ მიწერა 16:54, 4 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]
მე ის ვიცი კარგად, რომ არაფერი არ დამირღვევია და თუ დავარღვიე, მიმითითეთ წესზე. არსად წერია, რომ სურათის შეცვლაზე კენჭისყრა უნდა გამოცხადდეს. Nodar Kherkheulidze განხილვა 16:57, 4 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]
ნოდარ, ვიკიპედია არაა არც სასამართლო და არც რომელიმე საჯარო უწყება, რომ ყველაფერი წესსა და კანონზე დავიყვანოთ. — მიხეილ მიწერა 17:01, 4 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]
ვთქვი სადმე სასამართლოში ვარ-მეთქი? რა, ვიკიპედიაში არ მოქმედებს წესები? არ ვმოქმედებთ მომხმარებლები ვიკიპედიის წესების თანახმად? ეს, რა, საჯარო უწყებაში მოქმედებას ნიშნავს? რა თქმა უნდა, არა. ჩემ მიერ გაკეთებული ცვლილება არ არის აკრძალული, შესაბამისად, თავისუფლად შემიძლია ვიმოქმედო. Nodar Kherkheulidze განხილვა 17:04, 4 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

რა წესები ხალხო, რა წესები? ერთმანეთის პატივისცემას რად უნდა წესი? ვიღიმი ვიკიპედიის მეხუთე პილასტრს შეგახსენებთ. ერთ-ერთი მთავარი პრინციპია მყარი წესების არარსებობა და ერთ-ერთი მთავარი პრინციპი კი ცნობილია სიტყვებით: „იყავი გაბედული!“ ვიღიმი. არანაირი წესი არ დაურღვევია ნოდარს, ის უბრალოდ გაბედულია. მეორე მხრივ, არასწორია, როცა ყველაფერზე წესებს ვითხოვთ. ვიკიპედიაში არც კოდექსი გვაქვს და არც საკანონმდებლო ორგანო. წესებზე მაღლა ჩვენი ადამიანობა დგას და ჩვენი ურთიერთშეთანხმებული მუშაობა; წესები იმისთვისაა, რომ ჩვენ გამოვიყენოთ სასარგებლოდ და არა იმისთვის, რომ წესებმა დავა გამოიწვიოს; შაბათი შეიქმნა კაცისთვის და არა კაცი შაბათისათვის. ადამიანურად ვიმსჯელოთ, რომელი სურათი ჯობია? მე პირადად მირჩევნია, რომ ილია II-ის ფოტო იყოს, რადგან ეს უფრო მნიშვნელოვანი მოვლენა მგონია, ვიდრე პრეზიდენტის არჩევნები. Deu. 18:50, 4 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

დიდი მადლობა, დავით, მორიგი ბრძნული სწავლებისთვისა და ცხოვრებისეული მაგალითების მოყვანისთვის. ვერც კი წარმოვიდგენ, რომ არა შენ, როგორი იქნებოდა ჩემი ადამიანობა, სხვაზე ხომ არაფერს ვამბობ, უბრალოდ არ მიყვარს სხვისი სახელით საუბარი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. Nodar Kherkheulidze განხილვა 07:38, 5 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]